მენიუ English

ჩვენი სერვისები

ჩვენი სტუდია გთავაზობთ სრულ საწარმოო ციკლს: კრეატიული ხელმძღვანელობა, კონცეფციის განვითარება, სცენარის შექმნა, პრეპროდაქშენი, გადაღება და მაღალი დონის პოსტპროდაქშენი / ყველაფერი ერთ სივრცეში!

01
კრეატივი
ვქმნით ორიგინალურ კონცეფციებს, კამპანიის იდეებს, სტორითელინგის სტრუქტურებს, სლოგანებსა და ტექსტებს, ბრენდის იდენტობასა და აუდიტორიაზე მორგებით. იდეებს ვაქცევთ ძლიერ კრეატიულ მიმართულებად, რომელიც მთელი წარმოების პროცესს მართავს.
02
პრე-პროდაქშენი
სრული დაგეგმვა და მომზადება: ლოკაციების მოძიება, ქასთინგი, სტორიბორდი, არტ-დირექშენი, კოსტიუმები, გრაფიკი და ლოჯისტიკა. ვუზრუნველყოფთ, რომ კამერების ჩართვამდე ყველაფერი შეთანხმებული იყოს.
03
პოსტ-პროდაქშენი
პროფესიონალური მონტაჟი და ფერის დამუშავება: მონტაჟი, ფერის კორექცია და გრეიდინგი, გრაფიკული დიზაინი, 2/3 D დიზაინი, მუსიკის შერჩევა და აუდიოს დამუშავება საუკეთესო შედეგისთვის.
04
გადაღება
მაღალი ხარისხის გადაღება პროფესიონალური გუნდის, კამერების, განათებისა და ხმის ტექნიკის გამოყენებით. ვაკეთებთ როგორც სტუდიურ, ასევე გარე გადაღებებს რეკლამებისთვის, ბრენდირებული კონტენტისთვის, ფილმებისა და ციფრული მედიისთვის.
05
ანიმაცია
2D ანიმაციური კონტენტის შექმნა: პერსონაჟების ანიმაცია, ახსნადი ვიდეოები და სტილიზებული ვიზუალები, რათა იდეები მარტივად და საინტერესო ფორმით გადმოიცეს.
06
მედია განთავსება
კონტენტის სტრატეგიული განაწილება ციფრულ, სოციალურ, სატელევიზიო და ონლაინ პლატფორმებზე. ვეხმარებით მაქსიმალური ეფექტის მიღებაში იქ, სადაც კონტენტი საუკეთესოდ მუშაობს.
07
Unreal Engine
ვირტუალური პროდაქშენი Unreal Engine-ის გამოყენებით. ვქმნით კინემატოგრაფიულ ვირტუალურ დეკორებს, რეალურ დროში ვიზუალებსა და იმერსიულ სცენებს რეკლამებისთვის, ფილმებისა და ინტერაქტიული კონტენტისთვის.
08
2D / 3D Motion Design
2D/3D გრაფიკული დიზაინი და ანიმაცია: ვიზუალური ეფექტები, ბრენდინგ ელემენტები და motion კონტენტი, რომელიც აძლიერებს ვიზუალს.

ჩვენი პროცესები

როგორ ვმუშაობთ თქვენთან
კონტაქტი და დაგეგმვა
მიზნების განხილვა
იდეების განვითარება.
01 შევსებული ბრიფი
02 3 განსხვავებული იდეის შეთავაზება (7-10 დღეში)
03 არჩეულის განვითარება და პრეზენტაცია
პროდაქშენი და პოსტ-პროდაქშენი
მასალის მონტაჟი და
დამუშავება.
01 პრეპროდაქშენი 10-14 დღე / ლოკაცია, ქასთინგი, კოსტიუმები, კადრირება.
02 გადაღება
03 პოსტ-პროდაქშენი 10-14 დღე / მონტაჟი, ფერი, გრაფიკა, მუსიკა, ხმის დამუშავება.
ბოლო ეტაპი
საბოლოო მიწოდება
დამტკიცებული კონტენტი / მზადაა გამოსაყენებლად.
ბოლო ეტაპზე დამუშავებული ვიდეო გამოგეგზავნებათ და მზად იქნება გამოსაყენებლად.

დაგვიკავშირდით

მოდი ვისაუბროთ რაღაც კარგზე
ერთად